სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან ჯარს სექტემბერში გაიყვანს

20 ივლისი 2022, 14:11 671 ნახვა

სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან შეიარაღებულ ძალებს სრულად გაიყვანს. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა. მისი თქმით, მთიან ყარაბაღში სომხურ ჯარში გაწვეული პირები აღარ იქნებიან და ამ სამხედროების სომხეთში დაბრუნების პროცესი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

„ეს პროცესი დასასრულს უახლოვდება. რაც შეხება მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიას, ის იქ იყო და რჩება“, - განაცხადა გრიგორიანმა.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთი 44 დღიანი ომის შემდეგ მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებს.

ალიევი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებს შორის სხვაობას ვერ ხედავს და ყარაბაღში არსებული ყველა ქვედანაყოფის სრულ განიარაღებას მოითხოვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი