ქართველმა ხმლით მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია სპორტის ამ სახეობაში. კაიროში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბაზაძე უნგრელ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან (11:15) დამარცხდა.
აღსანიშნავია სანდრო ბაზაძის დიდი პროგრესი, რადგან დღევანდელ დღემდე მსოფლიო ჩემპიონატზე მისი საუკეთესო შედეგი 16 საუკეთესო მოფარიკავეს შორის მოხვედრა იყო. აქვე გეტყვით, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველმა მოფარიკავემ დიდი წინსვლა განიცადა.
სანდრო ბაზაძე ამ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომრად აღზევდა და მხოლო უნგრელ არონ სილაგის ჩამორჩება.