ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

19 ივლისი 2022, 13:51 867 ნახვა

10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში ვირუსისგან  გამოჯანმრთელდა 4 764 ადამიანი, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ერთი კვირის განმავლობაში, სულ ჩატარდა 72 073 ტესტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 10.84%-ს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი