მკვლელობა და ავარიის ინსცენირების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს ზესტაფონში.
სავარაუდო დამნაშავემ კაცი მოკლა, ავტომობილში მგზავრის სავარძელში ჩასვა, საჭესთან თავად დაჯდა, რის შემდეგაც მანქანა ხევში გადააგდო, სალონში კი ცეცხლი გააჩინა და მიიმალა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება ედება.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.