გადაწყვეტილება მიღებულია. ''ქართული ოცნება'' რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. რიგგარეშე სესიის მოწვევა საპარლამენტო ოპოზიციამ მოითხოვა, ამისთვის პრეზიდენტსაც მიმართეს.
სალომე ზურაბიშვილმა კი ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ფრაქცია ქართული ოცნება აცხადებს, რომ იმ პროცესში, რომლის მიზანია პოლარიზაციის გაღრმავება მონაწილეობას არ მიიღებენ.