დღეს ბათუმში აჭარის კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში კადეტთა და ჭაბუკთა შორის, რომელიც K 1-ის ვერსიით ჩატარდა. ასპარეზობაში სხვადასხვა წონით კატეგორიის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
შეჯიბრება როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალურ კიკბოქსინგში ჩატარდა. სამოყვარულო შეჯიბრში ბათუმელმა სპორტსმენებმა ოთხი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
გამარჯვებულები გახდნენ ოლეგ ბერიძე, ბოგდან მოროზენკო, დემეტრე მოდებაძე და არჩილ მახარაძე. პროფესიონალურ ორთაბრძოლებში სანდრო მგელაძემ გაიმარჯვა.