საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი მოგებით დაიწყო

17 ივლისი 2022, 10:21 514 ნახვა

გუშინ თბილისში 20-წლამდე საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა ავსტრია 81:65 დაამარცხა.

ქართველ კალათბურთელებს მხოლოდ პირველი მეოთხედი გაუჭირდათ, რომელიც ავსტრიამ 20:14 მოიგო. თუმცა დარჩენილ პერიოდებში ქართველებმა მოუმატეს და მატჩი გამარჯვებით დაასრულეს.

საქართველოს მხრიდან ყველაზე შედეგიანი ვლადიმერ სალარიძე იყო, რომელმაც 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. დღეს საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება. მატჩი 17 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი