ირლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ივლისის ტესტების მესამე მატჩში სტუმრად, ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი ისევ დაამარცხა 32:22 და სერია 2:1 მოუგო.
ახალზელანდიელთაგან სამი ლელო იოანემ, სავეამ და ჯორდანმა გაიტანეს, ირლანდიელებმა კი ოთხჯერ შეძლეს მეტოქის ჩათვლის ხაზში ბურთის დამიწება.
ირლანდიელებს ოლ ბლექსთან სტუმრად მოგება წინა უქმეებამდე არ ჰქონიათ. ახლა, კი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ზედიზედ მეორედ დაამარცხეს.