საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის სერიებით მოგებით დაასრულა. ბორჯღალოსნებმა ზაფხულის ბოლო მესამე მატჩში ქუთაისში პორტუგალიის ნაკრები მიიღო და მეტოქე 23:14 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან თითო ლელო მოდებაძის და ნინიაშვილის ანგარიშზეა. 3 ჯარიმა და 2 გარდასახვა კი აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მანამდე ორი შეხვედრა გამართა. პირველ დაპირისპირებაში არგენტინა XV თან 24:30 დამარცხდა.
შემდეგ კი ისტორიაში პირველად ტიერ 1-ის წევრ იტალიას ბათუმში 28:19 მოუგო.