რუსებმა უკრაინიდან 1 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გადაასახლეს, რომელთაგანაც 200 000-ზე მეტი ბავშვია - ამის შესახებ ინფორმაცია ეუთოს ექსპერტთა მისიის მეორე დოკუმენტშია წარმოდგენილი. დოკუმენტი უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ არის, რომელიც 25 ივნისამდე 3 თვიან პერიოდს მოიცავს.
მასში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებია აღწერილი, დასტურდება ბუჩაში საწამებელი კადრების არსებობა.
ასევე საუბარია საფილტრაციო ბანაკებზე. ეუთოს დოკუმენტის მიხედვით, უკრაინაში ოკუპანტები მასობრივად აუპატიურებენ ქალებს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო პირების მასობრივი გადასახლება საოკუპაციო ძალის ტერიტორიაზე, 1949 წლის ჟენევის კონვენციით აკრძალულია და ეს პრაქტიკაც სამხედრო დანაშაულად შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.