ტურნირი საჯარო უწყებებს შორის მინი ფეხბურთში დასრულდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის მეორე ტაიმში განათლების სამინისტროს გუნდმა მოახერხა გოლის გატანა, რომელიც თავდაპირველად ჩაითვალა, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდის პროტესტის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა და გატანილი გოლი გაუქმდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.
ტურნირის გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვლინდა, სადაც განათლების სამინისტრომ მოახერხა უმაღლესი საბჭოს გუნდის დამარცხება.
რაც შეეხება მესამე ადგილს აჭარის მთავრობის გუნდს ერგო.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და სიგელებით. ტურნირის ორგანიზატორი ბათუმის სპორტული ცენტრია.