ქართველი ჩოგბურთელები ეკო გორგოძე და ოკსანა კალაშინიკოვა ბუდაპეშტის 250-იანი კატეგორიის ტურნირის ფინალში გავიდნენ. ტურნირის მეოთხე ნომრად განთესილმა ქართველმა გოგონებმა ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი შუაი ჟანისა და ლორა ზიგმუნდის წყვილი ორ სეტში დაამარცხეს - 6:4, 6:4.
აღსანიშნავია, რომ ჟანი წყვილებში მსოფლიოს მეორე ჩოგანია და გასულ კვირას უიმბლდონის ფინალში ითამაშა. ჩინელს გრანდს სლემი ორჯერ აქვს მოგებული, მის გერმანელ მეწყვილეს კი ერთხელ.
ეკომ და ოკსანამ ბუდაპეშტის ტურნირზე 3 შეხვედრა გამართეს და სამივეში სეტის წაუგებლად გაიმარჯვეს. თუ ვის დაუპირისპირდება ქართველი წყვილი ფინალში, დღეს გაირკვევა.
გორგოძემ 250-იანი ტურნირი ერთხელ უკვე მოიგო - ეკომ შარშან ტრანსილვანია ოუფენზე გაიმარჯვა.