სავარაუდოდ რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას ღირსებას დაიცავს

16 ივლისი 2022, 10:13 847 ნახვა

„ბაიერნმა“ და „ბარსელონამ“ შეათანხმეს პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის ყველა პირობა. ამის შესახებ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ, მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია დაადასტურეს ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ და გამოცემებმა „მუნდო დეპორტივომ“ და „სპორტ ას-მა“.

„ბაიერნი“ 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს, თავად ლევანდოვსკი კი „ბარსელონასთან“ 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

გარიგება უახლოეს უქმეებზე გაფორმდება და ამის შემდეგ, ლევანდოვსკი მაშინვე შეუერთდება „ბარსელონას“ და გუნდთან ერთად გაემგზავრება ჩრდილოამერიკულ ტურნეში.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.

გასულ სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი