ენმ-ის მიმართვა ბათუმის საკრებულოს

15 ივლისი 2022, 14:20 806 ნახვა

‘’ნაციონალური  მოძრაობა’’ კორუფციის   რისკებზე   საუბრობს.  ოპოზიცია   სამშენებლო საკითხების გადასაწყვეტად ბათუმის  მერის უფლებამოსილების  გაზრდას აპროტესტებს.    

რევაზ ხარაზი  ბათუმის   საკრებულოს  მოუწოდებს  არ   დაამტკიცოს  მერიის მიერ  წარდგენილი  დებულება,  რომელიც  სათათბირო  საბჭოს  საქმიანობის  წესს ეხება. მისი განცხადებით,  თუ  მერი    სამშენებლო   საკითხებს, მათ   შორის   კა 2   კოეფიციენტის  გაზრდას    ერთპიროვნულად   გადაწყვეტს,  კორუფციის   რისკები  კიდევ  უფრო გაიზრდება.  ამ  რისკების დასაზღვევად   საკრებულოს  წევრი მიიჩნევს, რომ  მერმა  კონკრეტული  პროექტები   არა  სათათბირო  საბჭოს,   არამედ  უშუალოდ   საკრებულოს  უნდა   შეუთანხმოს. 

საუბარია  ავარიულ  სახლებზე,  დაუსრულებელ  მშენებლობებზე, საკომპენსაციო  ღონისძიებებსა და  განსაკუთრებული  მნიშვნელობის  პროექტებზე. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში