სარაგბო ფესტივალი ქვიშის რაგბიში

15 ივლისი 2022, 10:55 476 ნახვა

23-24 ივლისს ბათუმი ქვიშის რაგბიში საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. შეჯიბრება „ბათუმი სპორტის ქალაქის“ ფარგლებში ტარდება და მისი ორგანიზატორი ბათუმის სპორტული ცენტრია.

სარაგბო ფესტივალში კაცთა რვა და ბავშვთა ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ორდღიან ტურნირში მონაწილეობას ორი თურქული გუნდიც მიიღებს.

ასპარეზობა ბათუმის ქვიშის მოედანზე გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში