„არსიანი“ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას 

14 ივლისი 2022, 10:58 690 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “არსიანის“ მომღერალთა გუნდი პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლი მაყურებლის წინაშე აჭარული, გურული და მეგრული სიმღერების სხვადასხვა ნიმუშს წარადგენს.

ორდღიანი ფესტივალი  დღეს გაიხსნება და ზუგდიდსა და ანაკლიაში ჩატარდება. “არსიანთან“ ერთად ფესტივალში სახელმწიფო ანსამბლები “ერისიონი“, “ ბასიანი“ და  “რუსთავი“  მონაწილეობენ.  

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხიდა’’ წელს მეორედ ტარდება.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში