ბათუმში, პუშკინისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების კვეთასთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეხაჯა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი, მდგომარეობა სტაბილურია, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება და ამ ეტაპზე, დამატებითი კვლევები უტარდება.