დღეს ''დინამო'' ბათუმში ''სლოვანს'' უმასპინძლებს

13 ივლისი 2022, 10:37 1889 ნახვა

საქართველოს ჩემპიონი ''დინამო'' ბათუმი დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბრატისლავის ''სლოვანს'' უმასპინძლებს. პირველი თამაში ბრატისლავაში ფრედ 0:0 დასრულდა.

დღეს კი ''დინამო'' სავსე ტრიბუნების თანდასწრებით მეორე ეტაპის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

დღევანდელ დაპირისპირებას პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მთავარი არბიტრის ანტონიო ნობრეს ხელმძღვანელობით განსჯის.

დღევანდელ შეხვედრაში გუნდს კაპიტანი მამუკა კობახიძე დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება. ვარჯიში გაანახლა გიორგი ზარიამ, თუმცა გეგუჩაძის თქმით ამ მატჩში მონაწილეობისთვის მზად არის. თორნიკე გაფრინდაშვილი კი კარიერას ''ზაგლებიეში'' გააგრძელებს, მაგრამ მას დისკვალიფიკაციის გამო ამ მატჩში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.

გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა ჯაბა ჯიღაურმა, რომელის ტრამვის გამო წინა შეხვედრაში არ თამაშობდა. დისკვალიფიკაცია დაუმთავრდა გუგა ფალავანდიშვილს.

ამ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა, სადაც ტობოლისა და ფერენცვაროშის დუელის გამარჯვებულს შეხვდება.

''დინამოს'' და ''სლოვანის'' შეხვედრა დღეს ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში