საპროტესტო აქცია ქობულეთის მერიასთან

12 ივლისი 2022, 14:13 1781 ნახვა

დაბა ჩაქვში, ე.წ.-ულ მე-7 რაიონის  მოსახლეობამ  ქობულეთის მერიასთან აქცია გამართა. ისინი დასახლებაში, სადაც გაზის მილები უკვე გაყვანილია, ბუნებრივი აირის ჩართვას და  საბავშვო ბაღის მშენებლობას ითხოვენ.

როგორც მოსახლეობა ამბობს, თუ რამდენიმე დღეში მათ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყვება, ისინი პერმამენტულ აქციებს გამართავენ.  

აქციის მონაწილეებს დღეს ქობულეთის მერის მოადგილე შეხვდა და მათი  წერილობითი განცხადება ჩაიბარა. ჩაქვის მოსახლეობასთან ერთად აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ მოსახლეობის პრობლემას ქობულეთის მერი დიდი ხანია იცნობს, მაგრამ დანაპირებს არ ასრულებს.  

ქობულეთის მერის მოადგილე მინდია რომანაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ერთად  კიდევ ერთხელ შეისწავლიან ამ თემას. მისი ინფორმაციით,  გაზიფიცირების საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება,  რაც შეეხება საბავშვო ბაღის მშენებლობას,  პროექტი შეძენილია და მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი