გერმანიის ყოფილი ფედერალური კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების შეწყვეტას არ აპირებს. გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი აღიარებს, რომ შეუძლებელია კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარება, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო არ აპირებს უარი თქვას პუტინთან პირად ურთიერთობაზე.
უკრაინაში ომის შეწყვეტისა და კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ საშუალებად გერმანელი პოლიტიკოსი დიპლომატიას მიიჩნევს. შრიოდერმა ომის პირველივე დღეს დაგმო უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა.
"ომი და მასთან დაკავშირებული ხალხის ტანჯვა უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. ეს არის რუსეთის მთავრობის პასუხისმგებლობა", - წერდა მაშინ შრიოდერი სოციალურ ქსელში.