სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოვეტოში მდებარე ბარში ცეცხლსასროლი იარაღით 15 ადამიანი მოკლეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები ბარში დილის საათებში შევიდნენ და უმისამართო სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი, დაშავებულები ჰოსპიტალიზებულია, ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
მსხვერპლთა ასაკი 19-დან 35 წლამდე მერყეობს.