რომის პაპი უკრაინას სავარაუდოდ აგვისტოში ეწვევა

09 ივლისი 2022, 10:28 543 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან ხუთი თვის შემდეგ, რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში ჩასვლას აპირებს. ვიზიტი სავარაუდოდ აგვისტოში გაიმართება.

ფრანცისკეს  უკრაინაში ვიზიტისთვის მზადება კანადაში მისი მოგზაურობის შემდეგ დაიწყება.

"პაპი დარწმუნებულია, რომ მის ვიზიტს დადებითი შედეგი მოჰყვება. მან თქვა, რომ ჩავიდოდა უკრაინაში და ყოველთვის მზად იყო მოსკოვშიც ჩასულიყო და  რუსეთის ხელისუფლებას შეხვედროდა" - განაცხადა ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში მდივანმა და აღნიშნა, რომ პონტიფიკოსს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურ კირილთან შეხვედრის იმედიც აქვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი