აშშ-ს ჯერ ისევ სურს რუსეთთან შეხვედრა - რუბიო

23 ოქტომბერი 2025, 10:02 137 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ ისევ სურს რუსეთთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაანონსებული შეხვედრა გააუქმა.

რუბიომ ეს განცხადება ენდრიუსის ერთობლივ ბაზაზე აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობკომპანიებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ გააკეთა.

''დღეს ის დღე იყო, როდესაც მან რაღაცის გაკეთება გადაწყვიტა“ - განაცხადა რუბიომ და ამ რაღაცაში რუსეთისთვის სანქციების დაწესება იგულისხმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე