აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის დელეგაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა. ზაზა შავაძემ მათ სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა აგრარულ დარგში არსებული მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
შეხვედრა ქობულეთში გაიმართა და მას აჭარაში მოქმედი ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები და პოლონელი მეღვინეები დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.