ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს პირველობის მესამე ეტაპზე ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
ჯემალ კილაძის შეგირდებიდან ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი და ნიკა კენჭაძე გახდნენ. დავით ხუციშვილმა და მამუკა კორძაიამ კი მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ლევან ქელეხსაშვილმა ოქროს მედლისთვის შეხვედრაში თურქ იუნუს ჯოსკუნს აჯობა - 2:0. ნიკა კენჭაძემ ფინალში რუმინელ მაქსიმ ვასილიოღლუ 3:0 დაამარცხა.