ელენე ხოშტარიას განცხადება

07 ივლისი 2022, 13:59 606 ნახვა

ელენე ხოშტარია ვახტანგ გომელაურისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის და სუს-ის თანამშრომლის კობა კობიძისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს.

როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ოლიგარქიული მმართველობის წევრები არიან და ქვეყნის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან.

მისივე განცხადებით, ამ ადამიანებმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში