12 რეკომენდაცია - ვინ არის მზად მმართველ გუნდთან სასაუბროდ?

06 ივლისი 2022, 20:13 991 ნახვა

როგორ გაგრძელდება მუშაობა ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად - ხელისუფლებამ საკუთარი წინადადებები წარადგინა და ოპონენტებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. ხვალ ქართული ოცნება“ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს პარლამენტში ელის, რათა ისაუბრონ რეკომენდაციების ერთობლივად შესრულებაზე. ამ საკითხზე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შალვა პაპუაშვილის მიერ დანიშნულ შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი დაესწრება. დანარჩენი ნაწილის გადაწყვეტილებაზე კი, რომ  ხვალინდელ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან არ დაესწრონ, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ოპოზიციის მთავარი ინტერესია, ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სწორედ ამ მიზეზის გამო ამბობს უარს პროცესებში ჩართვაზე.  მმართველ გუნდთან სალაპარაკოდ მზად არის "გირჩი", გიორგი გახარიას გუნდი და "მოქალაქეები". შეხვედრაზე სავარაუდოდ "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებიც მივლენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი