სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, რომ მომზადებული აქვს სარჩელი , რომელიც "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" აკრძალვას ეხება, პოლიტიკოსები აფასებენ. ნინო ლომჯარიას განცხადებას არაერთგვაროვანი პოლიტიკური რეაქციები მოჰყვა.
ქართული ოცნებაში სახალხო დამცველს მისი ფუნქცია -მოვალეობები კიდევ ერთხელ შეახსენეს, ოპოზიციის ნაწილი კი მომხრეა ნინო ლომჯარიას ინიციატივის.
ამბობენ, რომ რასაც ქართული ოცნება ვერ ამბობს და აკეთებს, სწორედ ეს ჯგუფები იღებენ საკუთარ თავზე.