უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

06 ივლისი 2022, 10:45 545 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული დღის საომარი მოქმედებები შეაფასა.

ქვეყნის მთავარსარდლის თქმით, რუსეთის არმიის ერთადერთი ამოცანა ხალხის დაშინება და სიკვდილია.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება  საომარი ტექნიკის აუცილებლობაზე და აქვე დასძინა, რომ ქვეყნისთვის თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დროულად გადასაცემად უკრაინა მოლაპარაკებებს უწყვეტად მართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი