იუნისეფის წარმომადგენლის შეხვედრა სკაუტურ ბანაკში

06 ივლისი 2022, 11:14 929 ნახვა

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი აჭარის სკაუტური მოძრაობის წევრებს შეხვდა.

შეხვედრა  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, სადაც მეხუთე დღეა ტრადიციული სკაუტური საზაფხულო  ბანაკია მოწყობილი. იუნისეფის წარმომადგენელმა მოზარდებთან ბავშვთა უფლებების საკითხზე ისაუბრა,  უპასუხა მათ შეკითხვებსაც.

საუბარი შეეხო ბავშვთა მონაწილეობის უფლებას, საზოგადოების ინფორმირებას, სკოლებში უფლებების სწავლების გაძლიერებას. გაეროს ბავშვთა ფონდი  და აჭარის სკაუტური ორგანიზაცია რამდენიმე ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. მათი თანამშრომლობის ფარგლებში გადამზადდა მოსწავლეთა ჯგუფები და ჩაუტარდათ ტრენინგები.

შერჩეული ბავშვთა უფლებების ელჩები თავიანთ სკოლებში მართავდნენ შეხვედრებს და უფლებრივი მდგომარეობის, ეკოლოგიისა და ჰიგიენის საკითხებზე თანატოლებს ინფორმაციას აწვდიდნენ.    

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი