დღეს ''დინამო'' ბათუმი ჩემპიონთა ლიგაზე ბრატისლავის ''სლოვანს'' დაუპირისპირდება

06 ივლისი 2022, 10:06 821 ნახვა

დღეს საქართველოს ჩემპიონი ''დინამო'' ბათუმი ისტორიაში პირველად  ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ბათუმელების დებიუტი ყველზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირზე ბრატისლავის ''სლოვანის'' წინააღმდეგ შედგება.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩიანი დუელის  პირველი დაპირისპირება ბრატისლავის ''ტეჰელნე პოლეზე'' გაიმართება.

შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში 6 ივლისს 22:30 საათზე დაიწყება.

გულშემატკივარს შეუძლია დღეს  ბათუმში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანთან ''დინამოს'' უგულშემატკივროს.

საპასუხო შეხვედრა 1 კვირის თავზე 13 ივლისს 21:00 საათზე ბათუმში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში