„შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარდინზე“ ბათუმი 2 დღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. მასში 14 ქვეყნის, სხვადასხვა დარგის მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში მათ ექნებათ მოხსნებები შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ენათმეცნიერების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით. მეცნიერები ორი დღის განმავლობაში სექციებად იმუშავებენ, როგორც აუდიტორიაში ასევე ონლაინ რეჟიმში.
მთავარი მიზანი მათ მიერ წარმოებული კვლევების გაზიარება და სამეცნიერო ნაშრომების პოპულარიზაციაა.
ამის გარდა სამეცნიერო კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ორგანიზატორები ნიკო ბერძენილშვილის ინსტიტუტი და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტია.