ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

05 ივლისი 2022, 11:40 718 ნახვა

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პირი.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით.

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 4.05%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში