სტიქიის შედეგებს ებრძვიან წყალტუბოში. ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით სოფელი ხომული დააზარალა.
დანგრეულია ერთი სახლი, დატბორილია ათამდე საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები. დატბორვა ვაზნარის ღელის ადიდებამ გამოიწვია.
ქალაქის მერის ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.