„ნუ წაართმევ ბავშვობას“ – ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
კამპანია ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზნით განხორციელდა.
საინფორმაციო კამპანია 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა.
გაიმართა თემატური შეხვედრები საქართველოს შვიდ რეგიონში.