აქცია მახვილაურში

02 ივლისი 2022, 14:46 1706 ნახვა

აქცია მახვილაურის დასახლებაში. მოსახლეობა უწყლობის პრობლემაზე საუბრობს და მთავრობას დახმარებას სთხოვს.

აქ მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 300-მდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება და დასალევ წყალს ეზოში არსებული ჭაბურღილიდან იღებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ რომ თუ პრობლემა არ მოგვარდა ისინი 4 ივლის ახალციხე-ბათუმის  მაგისტრალს გადაკეტავენ. 

ბათუმის წყალში აცხადებენ, რომ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიებისთვის წყლის მიწოდება, მას შემდეგ განხორციელდება, როგორც კი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდება, მათი თქმით მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება   ეტაპობრივად მოხდება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი