ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან მრავალწლიანი პარტნიორობა, აქტიური თანამშრომლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის მხარდაჭერის მიმართულებით - ეს საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
ხაზი გაესვა, იმასაც რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.