 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო ოპერირება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯედადან საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა.
Flyadeal-ი თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ერთდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: რიადი, ჯედა და დამამიდან იწყებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ჯამში, საქართველოს მიმართულებით Flyadeal-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში ათი სიხშირით შეასრულებს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            