ქართველი მოჭიდავეების წარმატება იტალიის დედაქალაქიდან

30 ივნისი 2022, 10:22 1065 ნახვა

საქართველოს 20 წლამდე ბერძნული-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა იტალიის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

რომში ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური ჩემპიონატი პირველი ადგილით დაასრულეს.

ოქროს მედლები 67 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა ბროლაძემ და 82 კგ. წონით კატეგორიაში აჩიკო ბოლქვაძემ მოიპოვეს.

ვერცხლის მედლებს 60 კგ.ში დიმიტრი ხაჩიძე და 77 კგ.ში თორნიკე მიქელაძე დასჯერდნენ.

ბრინჯაოს მედალი კი 72 კგ.ში თემურ ორჯონიკიძემ დაისაკუთრა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე 141 ქულით გავიდა და უახლეს მდევარს თურქეთის ნაკრებს ,რომელმაც 118 ქულა დააგროვა დიდი უპირატესობით გაუსწრო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი