სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა. პროგრამის ბიუჯეტი ახლა 198 ათას 900 ლარია, შესაბამისად პროგრამით დამატებით 50-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ჯამში წელს პროგრამა 450-მდე სმენადაქვითებულ პირზეა გათვლილი.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ შშმ პირებს, მათ შორის ბავშვებს, ხანდაზმულებს, პირებს, რომლებთაც აქვთ ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სმენის დაქვეითება.
პროგრამის ფარგლებში სმენის აპარატების მომსახურება ფინანსდება სრულად.