ნატოს სამიტი მადრიდში

28 ივნისი 2022, 18:06 213 ნახვა

მადრიდში ნატოს სამიტის მასპინძელმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ალიანსის 30 სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრის მოლოდინებზე ისაუბრა. სანჩესის თქმით,  მადრიდის  სამიტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დასავლელი მოკავშირეების ერთიანი ფრონტი უნდა აჩვენოს და  ერთიანობის სიგნალი გააგზავნოს. მსოფლიო ლიდერები გამოავლენენ მზაობას დაიცვან დემოკრატიები, მათი ღირებულებები და თავისუფლება. სამიტზე განსაზღვრავენ  საფრთხეებს, რომლებიც ნატოს მოკავშირეებს ახლა და მომავალში შეიძლება დაემუქროს. ესპანეთის მთავრობის მეთაურმა ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასაც შეეხო და მიანიშნა, რომ სამიტზე თურქეთის ბლოკადის მოხსნის გადაწყვეტილებები შესაძლოა ვერ მოიძებნოს.მადრიდში ნატოს სამიტი 29-30 ივნისს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში