მიხეილ სააკაშვილის განცხადება

07 იანვარი 2017, 00:00 1987 ნახვა

“საქმე გვაქვს პარტიისთვის ზიანის მიყენების აშკარა მცდელობასთან” -  ასე გამოეხმაურა სერგო რატიანის ინიციატივას მიხეილ სააკაშვილი. ყოფილი პრეზიდენტი  წერს, რომ ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე აღმასრულებელი მდივანი საპარლამენტო სიიდან სააკაშვილის თანაგუნდელების ამოღებას ითხოვს. "ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის და ძალიან ჰგავს ივანიშვილის სცენარის განხორციელებას. ივანიშვილის მთავარი მიზანია ჩემი ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან. სამწუხაროა, რომ ეს კეთდება ჩვენი ყოფილი თანამოაზრეების მცირე ჯგუფის ხელით, დაჩქარებულად 20 იანვრის ყრილობის წინ.” -  წერს სააკაშვილი. 

ამავე კატეგორიაში