სახალხო მოძრაობა ხელისუფლებას რამდენი მოთხოვნას უყენებს და დროს 3 ივლისამდე აძლევს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება აქციები ქვეყანაში არ შეწყდება.
აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეკრებილებმა გუშინ 2 სიახლე მოისმინეს, რომელიც პოლიტიკურ მოთხოვნებს ეხებოდა.
ერთი არის პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მეორე კი, ახალი შემადგენლობით მთავრობის დანიშვნა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ეს მთავრობა ეროვნული თანხმობის საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს.
მიზანი კი, იმ 12-ვე პუნქტის შესრულება უნდა იყოს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში წინაპირობებად დააყენა.