„ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შექმნა და დანერგვა სამუშაო ადგილებზე“ - ამ სახელწოდების პროექტს სამოქალაქო განათლებისა და რეაბილიტაციის ცენტრი საორსა, ქალთა ფონდი საქართველოში ახორციელებს. პროექტის მიზანია, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ჯანსაღი შრომითი კულტურის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებებზე სასაუბროდ დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ერთმანეთს დასაქმების სექტორში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ გაუზიარეს გამოცდილება და მოლოდინები.