დღეს ბრიუსელში სამიტის მეორე დღეა, ლიდერები გლობალურ ეკონომიკურ საკითხებსა და უკრაინის მხარდაჭერაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, შეფასებები კეთდება გუშინდელ გადაწყვეტილებაზე. ევროსაბჭოში ლიდერები საუბრობენ, რომ საქართველომ ევროკომისიის დოკუმენტით უნდა იხელმძღვანელოს, რომელშიც ნათლად არის გაწერილი ის 12 პუნქტი, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ლუქსემბურგის პრემიერ - მინისტრი ევროკავშირის გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს, ხავიერ ბეტელი აღნიშნავს, რომ კომისიის შეფასების მიმართ ნდობა მაღალია. ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს ისტორიაში, მსგავსი პერსპექტივის არსებობას უსვამს ხაზს. მისი თქმით, საქართველოს აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი. სამიტის მეორე დღეს, ლიდერები საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ, ხორვატიის პრემიერ -მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან მიმართებით იქნება პროგრესი და ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად დაწინაურდება.