რუსეთის არმია ლუგანსკის რაიონში მდებარე ქალაქ ლისიჩანსკს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უტევს - უკრაინის გენშტაბი

24 ივნისი 2022, 10:17 582 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია ლუგანსკის რაიონში მდებარე ქალაქ ლისიჩანსკს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უტევს. მათი იერიში სამხრეთ-დასავლეთიდან უკრაინელებმა მოიგერიეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ ომის 121-ე დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსმა ჯარისკაცებმა საარტილერიო დარტყმები მიიტანეს ვოვჩეიაროვკას და ბელაა გორის სიახლოვეს, სადაც ბრძოლა გრძელდება. ეს ორი დასახლება ქალაქი ლისიჩანსკის სამხრეთ ნაწილიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს.

მათივე ცნობით,  რუსებმა საარტილერიო დარტყმები მიიტანეს ბერესტოვოს და სპორნოეს რაიონებში. ერთ-ერთი დასახლება ქალაქ ბახმუტის და ლისიჩანსკის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მდებარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში