საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობა დაანგრიეს - რა აშენდება ბარათაშვილის ქუჩაზე?

23 ივნისი 2022, 11:45 1967 ნახვა

ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე  მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობას ანგრევენ. ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილება კლინიკის გაფართოვებისა და  მოქალაქეებისთვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მიიღეს. 

დალი დავითაძე ვერ აკონკრეტებს რატომ გახდა საჭირო არსებული შენობის ნგრევა, თუმცა ამბობს, რომ მშენებლობა პროექტის შესაბამისად მიმდინარეობს. პროექტზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. 

ვიცე-მერი ლევან დავითაძის განცხადებით,  პროექტით ტერიტორიაზე ორსართულიანის ნაცვლად, ოთხსართულიანი კლინიკა უნდა აშენდეს. არსებული კონსტრუქცია კი მისი თქმით, დაშენებას ვერ გაუძლებდა.

ძველის დემონტაჟის არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტიც, რომ  საოჯახო მედიცინის ცენტრის  შენობას ძეგლის სტატუს არ ჰქონდა.  თუმცა შენობა ისტორიული დაცვის ზონაში მდებარეობს და  გარკვეული  შეზღუდვები მასზეც ვრცელდება.

ვიცე-მერი ამბობს, რომ  ამ შემთხვევაში საბჭომ ხელოვნებათმცოდნე გიორგი  ჭანიშვილის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ახალ შენობას ძველის იერ-სახეს მისცემენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი