ზელენსკი: მჯერა, რომ 27-ვე ევროპული ქვეყანა მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის ჩვენთვის მონიჭებას

23 ივნისი 2022, 10:05 578 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრები უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ.

უკრაინის პრეზიდენტმა სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ბოლო 24 საათში, ტელეფონით 11 ქვეყნის ლიდერებს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ მის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიმართვაში მან ქვეყნაში არსებულ ზოგად სურათზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა აშშ-ს, უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დახმარებისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი