საკრუინგო კომპანია ,,ოუშენ გოლდ’’- მა მეზღვაურებისთვის ყოველწლიური სემინარი გამართა.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ქართველი მეზღვაურების დასაქმებასა და მათ პროფესიულ ზრდაზე. ''ოუშენ გოლდი'' არის ბერძნული კომპანია, რომელსაც საქართველოში მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო. რომლის ფლოტის 45 % ქართველი მეზღვაურებითაა დაკომპლექტებული.
მისი ძირითად საქმიანობას ტანკერების მართვა წარმოადგენს. კომპანიის სერვისები მოიცავს: გემების დაფრახტვას, კომერციულ და ტექნიკურ მართვას, საკრუინგო და საოპერაციო მომსახურებას.
სემინარს, რომელიც მეზღვაურთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, 100- მდე მოქმედი მეზღვაური ესწრებოდა.