აშშ პესკოვის განცხადებას ეხმაურება

22 ივნისი 2022, 10:04 541 ნახვა

ვაშინგტონში კრემლის პრეს-სპიკერის განცხადებას გამოეხმაურნენ და პესკოვის ვარაუდს საშინელი უწოდეს.  საუბარია უკრაინაში დატყვევებული ამერიკელებისთვის  შესაძლო სასიკვდილო განაჩენზე.  სამშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაკავებული აშშ-ის მოქალაქეები უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის გასამართლდებიან  და არ გამორიცხეს, რომ მათ სიკვდილით დასჯა მიესაჯოთ.

„შემაძრწუნებელია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა შეიძლება დაუშვას სიკვდილით დასჯა ამერიკელი მოქალაქეებისთვის,უკრაინაში“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა  ჯონ კირბიმ.

ცოტა ხნის წინ არაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ  უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მებრძოლ ბრიტანეთის მოქალაქეებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი